среда, 14 декабря 2016 г.

პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია



წესრიგში მოვიყვანეთ პორტფოლიოს სხვადასხვა დოკუმენტები, მოვემზადეთ და დასრულებული პორტფოლიო ავტვირთეთ გუგლის დისკზე. შემდეგ კი გამოვაქვეყნე ბლოგზე. ვფიქრობ ტრენინგი ნაყოფიერი იყო და გამომადგება აქ შეძენილი ცოდნა.

მერვე ტრენინგდღის რეფლექსია



დღეს დავასრულე სასწავლო პროცედურები. გამოვიყენე სწავლებისა და შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები. განვსაზღვრე თუ როგირ გავუკეთო ფასილიტაცია მოსწავლეებს პროექტის მიმდინარეობის დროს.  ასევე ვიმუშავე დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მეთოდებზე. მივდივართ ტრენინგის დასასრულისაკენ...

ტრენინგის მეშვიდე დღე



ვიმუშავე  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ანუ მულტიმედიურ პრეზენტაციაზე. სლაიდშოუ საინტერესო გამოვიდა , პრეზენტაციაში პასუხი გავეცი მიმართულემის მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. პრეზენტაცია გავამდიდრე სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებით.

ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა

понедельник, 5 декабря 2016 г.

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

დავიწყე ინტერნეტიდან მასალის გადმოწერა გადმოვიწერ სურათები და ტექსტური ინფორმაცია. შევქმენი პრეზენტაციის შაბლონი და მოვემზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნისათვის.

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

გავაგრძელეთ შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა ჩვენი საპროექტო თემისთვის შევარჩიეთ   შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

დავიწყეთ შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა განვსაზღვრეთ და ჩვენს პროექტს შევურჩიეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის განმსაზღვრელი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები,ვფიქრობ დღევანდელი დღის ტრენინგი მნიშვნელოვანია და გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.  

понедельник, 28 ноября 2016 г.

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

ამ დღეს საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ჩემს საპროექტო თემაზე. შევარჩიე საგნობრივი სტანდარტიდან მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვაყალიბეთ მიზნები და შედეგები, ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ტრენინგი ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდება

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანი პროექტებით სწავლების თავისებურებებს ეს ჩემთვის ნაცნობი თემაა და ვფიქრობ არგამიჭირდება. გავეცანი პროექტის ნიმუშებს, შევქმენი ჩემი პროექტის ელექტრონული პორტფოლიო. გავეცანი ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს. დავიწყეთ საპროექტო თემის შერჩევა. ვფიქრობ ყველაფერი გამომივა რადგან ეს ჩემთვის საინტერესოა.